მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი აშშ-ის “საელჩოს გავლით” მიიღო

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის “საელჩოს გავლით” მიიღო. კითხვაზე, “რა არხებით მიიღეთ ტრამპის წერილი, ეს იყო აშშ-ის საელჩოს გავლით თუ ავლით”? ყაველაშვილმა უპასუხა, „საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ტრამპის წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და „შეიძლება ჩავთვალოთ, […]

მაი. 31, 2025 - 01:27
 0
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი აშშ-ის “საელჩოს გავლით” მიიღო

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტის, ს მისალოცი წერილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის “საელჩოს გავლით” მიიღო.
კითხვაზე, “რა არხებით მიიღეთ ტრამპის წერილი, ეს იყო აშშ-ის საელჩოს გავლით თუ ავლით”? ყაველაშვილმა უპასუხა, „საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”.
ს თქმით, ტრამპის წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“.
„ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი, კარგი სტრატეგია დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებდით ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამ თანხვედრაზეც მაქვს საუბარი – ღირებულებებზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ პირდაპირი განაცხადი იყო. რუბიო მუდმივად უსვამს ამას ხაზს, რომ მოქმედებენ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო ამაზე ხაზგასმა, რომ ეროვნული ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეროვნულ ინტერესებზე როცა საუბრობენ ქვეყნები, აქ ჩნდება პატივისცემა. შესაძლებლობები შეიძლება, განსხვავებულია, მაგრამ უნდა შეგვეძლოს თანხვედრა და საუბარი. მით უმეტეს, თუ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ვართ.
ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს წერილიც და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს ურთიერთობები. სპეკულაციები ბევრი იქნება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვემზადებოდით და საკმაოდ მომზადებულია საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, თუ სხვა. მზად ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით. დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა მიზნები დაისახა ტრამპმა. ვხედავთ თანმიმდევრულობას, რა არის მისთვის დღის წესრიგში. ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველო მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow