მიხეილ ყაველაშვილმა ე.წ. გრანტების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაშია. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები გააკრიტიკეს ხელისუფლების ოპონენტებმა, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა წყვეტდეს რომელი გრანტის მიღებაა სწორი, ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებების პაკეტი მოქალაქეებს იმ სიკეთეებს შეუზღუდავს,რომლებსაც გრანტებით დაფინანსებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამები აძლევდათ. მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოყოფილი გრანტები მხოლოდ შავი ფულის „შეფუთვა“ იყო ,რომელიც რეალურად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იხარჯებოდა. ყველა კანონისა და ცვლილებების მიღების საფუძველი კახა კალაძის განცხადებით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვაა.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაშია.
გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები გააკრიტიკეს ხელისუფლების ოპონენტებმა, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა წყვეტდეს რომელი გრანტის მიღებაა სწორი, ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებების პაკეტი მოქალაქეებს იმ სიკეთეებს შეუზღუდავს,რომლებსაც გრანტებით დაფინანსებული სოციალურ-ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამები აძლევდათ.
მმართველ გუნდში კი ირწმუნებიან, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოყოფილი გრანტები მხოლოდ შავი ფულის „შეფუთვა“ იყო ,რომელიც რეალურად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იხარჯებოდა. ყველა კანონისა და ცვლილებების მიღების საფუძველი კახა კალაძის განცხადებით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვაა.
What's Your Reaction?






