მკვლელობა მეგობრის ხელით - რა მოხდა მეჯვრისხევში

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი ბავშვობის მეგობარმა, 46 წლის გიორგი ტერაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.მომხდარზე ინფორმაცია შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ადგილობრივების თქმით, ორივე მამაკაცი დევნილია და ისინი წლებია მეჯვისხევში ცხოვრობენ."მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ტერაშვილია. მან სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თავისი თანაკლასელი და მეგობარი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი. ორივე დევნილები არიან ლიახვის ხეობიდან. ვიცნობ წლებია. 2008 წელს გიორგი ტერაშვილმა ჩვენს სოფელში, მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით იყიდა კერძო სახლი. დევნილებს რომ აძლევენ ფულს ამ გზით იყიდა და დასახლდა. მერე მეზობლად თავის მეგობარს, ვიტალი ჯოჯიშვილსაც აყიდინა სახლი. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და მეგობრობდნენ. რა მოხდა წუხელ მათ შორის და რატომ გაიმეტა მოსაკლავად მეგობარი, ვერ გეტყვით. დიდი ხნის კონფლიქტი მათ შორის არ იქნებოდა, რადგან სულ ერთად იყვნენ ხოლმე. როგორც ვიცი, მეგობრები და კლასელები არიან. აქაც სოფელში ახლო ახლოს ცხოვრობდნენ. გუშინ ღამე მომხდარა კონფლიქტი მათ შორის. სუფრასთან ერთად ისხდნენ სხვის სახლში, მეზობელთან ქეიფობდნენ და იქ წაკამათებულან. როგორც გავიგე, რაღაც ჩხუბი მოსვლიათ სამი თვის წინ ერთმანეთში, მერე ისევ შერიგდნენო, მაგრამ ახლა ეტყობა გაუხსენეს ერთმანეთს ძველი წყენა. კონფლიქტის შემდეგ სანადირო თოფიდან გასროლით ჰყავს მოკლული. დაჭრილი ვიტალი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ვუთანაგრძნობ მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახს. ვიტალის მეუღლე მეჯვრისხეველია. ორივე დაოჯახებულია. გიორგი ტერაშვილს ორი გოგონა ჰყავს, მისი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. გავრცელდა ინფორმაცია ტერაშვილის ნასამართლობაზე, მაგრამ მე როგორც ვიცი, ის დიდი ხანია თავისუფლებაშია. ამ შემზარავ მკვლელობას შეესწრო ის ადამიანები, ვინც სუფრასთან ისხდნენ. კონფლიქტის მერე როგორც ჩანს წავიდა იარაღის მოსატანად, მოვიდა და ესროლა მეგობარს, მკვლელობა უბანში მოხდა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. სხვას ალბათ პოლიცია დაადგენს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ მეჯვრისხევში ბატონი ბერდია ფიცხელაური.კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდაო."მეზობლის სახლში იყვნენ უბნის ბიჭები შეკრებილები, ქეიფობდნენ. იქ მომხდარა ჩხუბი. ტერაშვილმა დატოვა სუფრა, ეტყობა თავისი სახლიდან მოიტანა იარაღი და დაბრუნებულმა პირდაპირ დამიზნებით ესროლა ვიტალის. როგორც მითხრეს, ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. სასწრაფომ ცოცხლას მოუსწრო, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. უბანში ყველა გაკვირვებულია. ერთი სოფლიდან არიან და ჩვენს სოფელშიც ერთად იყიდეს სახლები. მკვლელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. როგორ არ ინდობენ ერთმანეთს, ბავშვობის მეგობარი როგორ გაიმეტა ასე ძალიან", - ამბობს ადგილობრივი.ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მეზობლების თქმით, მას ჭრილობა აქვს ყელის არეში მიყენებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ რა გაირკვევა გამოძიებით.წყარო: kvirispalitra.ge

ივნ. 11, 2025 - 17:56
 0
მკვლელობა მეგობრის ხელით - რა მოხდა მეჯვრისხევში
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი ბავშვობის მეგობარმა, 46 წლის გიორგი ტერაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

მომხდარზე ინფორმაცია შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივების თქმით, ორივე მამაკაცი დევნილია და ისინი წლებია მეჯვისხევში ცხოვრობენ.

"მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ტერაშვილია. მან სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თავისი თანაკლასელი და მეგობარი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი. ორივე დევნილები არიან ლიახვის ხეობიდან. ვიცნობ წლებია. 2008 წელს გიორგი ტერაშვილმა ჩვენს სოფელში, მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით იყიდა კერძო სახლი.

დევნილებს რომ აძლევენ ფულს ამ გზით იყიდა და დასახლდა. მერე მეზობლად თავის მეგობარს, ვიტალი ჯოჯიშვილსაც აყიდინა სახლი. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და მეგობრობდნენ. რა მოხდა წუხელ მათ შორის და რატომ გაიმეტა მოსაკლავად მეგობარი, ვერ გეტყვით.

დიდი ხნის კონფლიქტი მათ შორის არ იქნებოდა, რადგან სულ ერთად იყვნენ ხოლმე. როგორც ვიცი, მეგობრები და კლასელები არიან. აქაც სოფელში ახლო ახლოს ცხოვრობდნენ. გუშინ ღამე მომხდარა კონფლიქტი მათ შორის. სუფრასთან ერთად ისხდნენ სხვის სახლში, მეზობელთან ქეიფობდნენ და იქ წაკამათებულან. როგორც გავიგე, რაღაც ჩხუბი მოსვლიათ სამი თვის წინ ერთმანეთში, მერე ისევ შერიგდნენო, მაგრამ ახლა ეტყობა გაუხსენეს ერთმანეთს ძველი წყენა.

კონფლიქტის შემდეგ სანადირო თოფიდან გასროლით ჰყავს მოკლული. დაჭრილი ვიტალი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ვუთანაგრძნობ მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახს. ვიტალის მეუღლე მეჯვრისხეველია. ორივე დაოჯახებულია. გიორგი ტერაშვილს ორი გოგონა ჰყავს, მისი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ.

გავრცელდა ინფორმაცია ტერაშვილის ნასამართლობაზე, მაგრამ მე როგორც ვიცი, ის დიდი ხანია თავისუფლებაშია. ამ შემზარავ მკვლელობას შეესწრო ის ადამიანები, ვინც სუფრასთან ისხდნენ. კონფლიქტის მერე როგორც ჩანს წავიდა იარაღის მოსატანად, მოვიდა და ესროლა მეგობარს, მკვლელობა უბანში მოხდა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. სხვას ალბათ პოლიცია დაადგენს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ მეჯვრისხევში ბატონი ბერდია ფიცხელაური.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდაო.

"მეზობლის სახლში იყვნენ უბნის ბიჭები შეკრებილები, ქეიფობდნენ. იქ მომხდარა ჩხუბი. ტერაშვილმა დატოვა სუფრა, ეტყობა თავისი სახლიდან მოიტანა იარაღი და დაბრუნებულმა პირდაპირ დამიზნებით ესროლა ვიტალის. როგორც მითხრეს, ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. სასწრაფომ ცოცხლას მოუსწრო, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. უბანში ყველა გაკვირვებულია. ერთი სოფლიდან არიან და ჩვენს სოფელშიც ერთად იყიდეს სახლები. მკვლელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. როგორ არ ინდობენ ერთმანეთს, ბავშვობის მეგობარი როგორ გაიმეტა ასე ძალიან", - ამბობს ადგილობრივი.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მეზობლების თქმით, მას ჭრილობა აქვს ყელის არეში მიყენებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ რა გაირკვევა გამოძიებით.

წყარო: kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow