"მოგვენატრები ძმაო" - როგორ ემშვიდობებიან მამარდას ვალენსიელი თანაგუნდელები

გიორგი მამარდაშვილს გუნდელები ემშვიდობებიან

მაი. 20, 2025 - 01:56
 0
"მოგვენატრები ძმაო" - როგორ ემშვიდობებიან მამარდას ვალენსიელი თანაგუნდელები
გიორგი მამარდაშვილმა მესტალიაზე ვალენსიას რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, კლუბის ისტორიაში უკანასკნელ მატჩს კი ქართველი ფეხბურთელი ბეტისის წინააღმდეგ 23 მაისს გამართავს.

საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი საშინაო სტადიონზე ფანებს ემოციურად დაემშვიდობა, სოციალურ ქსელში კი მამარდას გუნდელები ამ სიტყვებით ემშვიდობებიან:

"მშვენიერი იყავი, გიორგი" - იუნუს მუსა

"საუკეთესო ხარ, ძმაო, მოგვენატრები" - ჰუგო გილამონი

"დიდი გიორგი" - სეზარ ტარეგა

"ძმაო, შენ ლეგენდა ხარ, დიდი მადლობა" - კრისტიან მოსკერა

"მოგვენატრები" - ხავი გერა

"წარმატებებს გისურვებ, საუკეთესო ხარ" - ენცო ბარენეჩეა

"უკვე გვენატრები, მადლობა, ძმაო" - ტიერი კორეია

"ლეგენდა" - ანდრე ალმეიდა

"ძალიან დიდი" - რუბენ ირანსო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow