“მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი,; მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს. დღეს ქართულ მედიაშიც შეგხვდათ ალბათ პატარა ნიუსები, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ლაქშერი ბრენდების და ფუფუნების საგნების შეძენაზე 300 დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესა მისი ბარათებით გადახდისას და ავტომატურად დაუბლოკავს გადახდებს. მინდა აგიხსნათ რატომ არის ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, რუსული მედია […] The post “მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს” – ჯანგირაშვილი appeared first on .

მაი. 23, 2025 - 08:57
 0
“მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი,;

მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს. დღეს ქართულ მედიაშიც შეგხვდათ ალბათ პატარა ნიუსები, რომ საქართველოს ბანკმა რუსეთის მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ლაქშერი ბრენდების და ფუფუნების საგნების შეძენაზე 300 დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესა მისი ბარათებით გადახდისას და ავტომატურად დაუბლოკავს გადახდებს.

მინდა აგიხსნათ რატომ არის ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, რუსული მედია აჭრელებულია ამის შესახებ ნიუსებით. გადაწყვეტილება საქართველოს ბანკმა როგორც გაირკვა 21 მაისს მიიღო. არადა რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დასავლეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 2022 წელს დაუწესა, რომლითაც მათ ფუფუნების საგნების ყიდვა აეკრძალათ დასავლეთში. ქართული ბანკები არ იმჩნევდნენ რუსებისთვის დაწესებულ სანქციებს და სამი წელი მიდიოდა აქეთ–იქით რუბლების და დოლარების გრიალი, გადარიცხვა–გადმორიცხვები და დიდად თავსაც არ იწუხებდნენ იმის შემოწმებით, ვინმე სანქცირებული პირი ხომ არ ფიგურირებდა გადარიცხვებში. გამოძიება მაქვს ამაზე გაკეთებული და ზუსტად ვიცი. სინდისი ამათ არ აწუხებთ და მეორადი სანქციებისაც დიდად არ ეშინოდათ, იმიტომ რომ აფერისტ ივანიშვილს მშვენივრად ქონდა მაინც თავი შეფარებული დასავლურ ქოლგაში და იქით ევაჭრებოდნენ და აშანტაჟებდნენ ქოცები დასავლეთს სანქციებთან დაკავშირებით. დასავლეთიც საქართველოს ყველაფრის მიუხედავად მაინც პარტნიორად თვლიდა და ერიდებოდნენ გამწვავებას და ზომების მიღებას, რომელიც ამ ქვეყანას დააზიანებდა. ამიტომაც ცუღლუტობდნენ შესანიშნავად ქოცბიზნესმენები და ბანკებიც. დიდი ფული აკეთეს უკრაინის ომზე.

რა შეიცვალა ახლა და რატომ გადაწყვიტა უცებ საქართველოს ბანკმა, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიეღო. ჯერ გეტყვით რატომ არის უპრეცედენტო ეს გადაწყვეტილება. როგორც თავად რუსული მედია წერს, აქამდე თავად ბრენდული მაღაზიები აკონტროლებდნენ, რომ რუსებისთვის ფუფუნების საგნები არ მიეყიდათ, რაც საკმაოდ რთული იყო. საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა სისტემურად, თვითონ დაბლოკოს ეს გადახდები. აქამდე ეს არცერთ ბანკს არ უქნია. რუსები გაოგნებულები არიან. ათობით ათასმა რუსმა ომის დაწყების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსული ბარათები დაიბლოკა საერთაშორისო საგადახდო სისტემებში, აიღო ქართული ბარათები და მათი დახმარებით გაიადვილა ცხოვრება.

რა შეიცვალა ახლა: ქართული ოცნების მიმართ აღარც ევროპაში და აღარც ამერიკაში არანაირი ილუზია აღარ არსებობს და ის ოფიციალურად არის აღიარებული რუსულ რეჟიმად. დამოკიდებულებაც შესაბამისად შეიცვალა. კომუნიკაციაც მინიმუმამდეა დაყვანილი და თუ ადრე ობრაიენი და ათასი ვიღაც ჩამოდიოდა ამათთან, როგორც პარტნიორთან, ძალიან შერჩეული და დავარცხნილი ტექსტებით და უხსნიდნენ რაღაცეებს, ახლა არავინ აღარ შეურჩევს ამათ სიტყვებს და გადაწყვეტილებებს. პატარა გადაცდომაზეც უბრალოდ ადგებიან და დაასანქცირებენ არა მხოლოდ პერსონებს, არამედ ინსტიტუციებსაც, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს.

ბანკებმა ყველაზე კარგად იციან ეს რას ნიშნავს და რაც არ უნდა ქოცი იყოს ბანკის მფლობელი, თვითგანადგურებაზე ხელს ვერ მოაწერს. ანტიამერიკულ ხელისუფლებად ოფიციალურად აღიარებულ ივანიშვილის ჯოგს რომ ფასის გადახდა მოუწევს, ეს გუშინ რუბიომაც თქვა. ქოცებს უხარიათ, ჯერ არ დაუდგენიათ რა იქნებაო, მაგრამ ძვირი ფასის გადახდა რომ მოუწევთ, ამას ყველა ვნახავთ ძალიან მალე. დასავლური ქოლგა აღარ ახურავს თავზე ივანიშვილს და ახლა რამდენი რამე მოხვდება იმ ოთხკუთხედ თავში ყველა ვნახავთ.

მოკლედ, რისი თქმა მინდა: ქოცი უკვე იმ ზღვარს მიღმა გადავიდა, როცა სისტემის რღვევას ის უბრალოდ ვეღარ შეაჩერებს, იმიტომ რომ სულ მალე, ძალიან მალე, მთელი ქოცგარემოცვა, ვისაც კალკულატორით ანგარიში მაინც შეუძლია და სულ ცოტა რამე გაეგება პროცესებში უბრალოდ იძულებული გახდება ქოცებს გაეცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავს. რაც ეს ბოლო სამი წელი დათესეს, უახლოეს სამ–ოთხ თვეში მოიმკიან ქოცები ყველაფერს.

ეს რეჟიმი დალპება და ჩამოიშლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგრად და არ შევწყვიტოთ ბრძოლა. თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს და ყველა პოლიტპატიმარს!

The post “მოდი ცოტას გაგამხნევებთ ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებით დაზაფრულებს” – ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow