მოვითხოვთ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს - ევროპელმა ლიდერებმა კიევში ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს
ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, პუტინი თუ ზურგს აქცევს მშვიდობას, ევროპელებს ექნებათ საპასუხო რეაქცია, მათ შორის სანქციების გაზრდისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების გაზრდის სახით. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმეორა მოწოდება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები თუ დაირღვევა, მომზადდება მნიშვნელოვანი სანქციები ევროპულ ქვეყნებისა და აშშ-ს მიერ. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთი თუ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, ისინი გააგრძელებენ უკრაინის დაცვას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი მზად არის, დააწესოს სანქციები, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კი აღნიშნა, რომ არავის გაუჩნდება ეჭვი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს, თუ მოსკოვი უგულებელყოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. „შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, პუტინი თუ ზურგს აქცევს მშვიდობას, ევროპელებს ექნებათ საპასუხო რეაქცია, მათ შორის სანქციების გაზრდისა და უკრაინის თავდაცვის დახმარების გაზრდის სახით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაიმეორა მოწოდება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები თუ დაირღვევა, მომზადდება მნიშვნელოვანი სანქციები ევროპულ ქვეყნებისა და აშშ-ს მიერ.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთი თუ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას, ისინი გააგრძელებენ უკრაინის დაცვას და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი მზად არის, დააწესოს სანქციები, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კი აღნიშნა, რომ არავის გაუჩნდება ეჭვი, ვინ დგას მშვიდობის მხარეს, თუ მოსკოვი უგულებელყოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.
„შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
What's Your Reaction?






