“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს ეხმაურება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხთან დაკავშირებით: “ქოცური ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის როგორც გაანადგურეს ბელარუსი. რეალობა ასეთია, ერთ მხარეს – ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, […] “მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს ეხმაურება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხთან დაკავშირებით:
“ქოცური ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის როგორც გაანადგურეს ბელარუსი.
რეალობა ასეთია, ერთ მხარეს – ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, კომფორტი და მეტი შესაძლებლობა.
მეორე მხარეს – ივანიშვილი, ქოცური მოძალადე რეჟიმი და გაძარცვული, გარიყული, დაუცველი საქართველო.
დანარჩენი ქოცური რუსული პროპაგანდაა – ყალბი საფრთხეები და ყოველდღიური შიშის თესვა, რომ ხალხმა აღარ იფიქროს უკეთესზე, დაკარგოს იმედი და შეეგუოს ჭაობს.
სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. საქართველოს ვერ წაართმევენ მომავალს.
მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






