მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში – ჰელსინკის კომისიის წევრები
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხვალ 150 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც უარს ამბობენ, რომ დაუთმონ […] The post მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში – ჰელსინკის კომისიის წევრები appeared first on .

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ხვალ 150 დღე შესრულდება მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც უარს ამბობენ, რომ დაუთმონ დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს.
“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის იმ უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რაც დემოკრატიულ საზოგადოებებში უმნიშვნელოვანესია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტების რეპრესირებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს რეპრესიული მომავლისთვის წირავს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობით.
საქართველოს ცოცხალმა დემოკრატიულმა სულისკვეთებამ თავის დროზე ის რეგიონში იმედის შუქურა გახადა. თუ საქართველო განაგრძობს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ამავდროულად, თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებული ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის მივატოვებთ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა არა მხოლოდ უღალატებს მილიონობით ქართველის იმედს და ოცნებას, არამედ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას.” – წერია განცხადებაში.
The post მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში – ჰელსინკის კომისიის წევრები appeared first on .
What's Your Reaction?






