მოიგოს ბუნდესლიგა და დარჩება - ბაიერნის გეგმები კომპანისთან დაკავშირებით

რა გეგმა აქვს ბაიერნს ბელგიელ მწვრთნელზე

თებ. 26, 2025 - 17:26
 0
მოიგოს ბუნდესლიგა და დარჩება - ბაიერნის გეგმები კომპანისთან დაკავშირებით
როგორც გერმანულმა Bild-მა დაწერა, თუ ვენსან კომპანი ბუნდესლიგის მოგებას შეძლებს, მაშინ მიუნხენის ბაიერნი მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

მათი მტკიცებით, შიდა ჩემპიონატის თასი ახალი სეზონის გარანტია იქნება და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებულ შედეგს მნიშვნელობა არ მიენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ბაიერნისთვის ეს სეზონი ექსპერიმენტულია, რადგან კლუბმა კომპანიმდე შეთანხმების მიღწევა 3-4 მწვრთნელთან სცადა, თუმცა არავისთან არ გამოუვიდა (ალონსო, ნაგელსმანი, ტუხელი, რანგნიკი).

რაც შეეხება კომპანის, ის ახალი თაობის სპეციალისტია. მან რამდენიმე სეზონის წინ ჩემპიონშიპი ბარნლისთან ერთად საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო, თუმცა შემდეგ პრემიერ ლიგიდან თავადვე გავარდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow