"მორცხვი არაა, გუნდში რომ მოვიდა.." – დემბელემ კვარას როლზე ხმამაღლა ისაუბრა
"მორცხვი არაა, გუნდში რომ მოვიდა.." – დემბელემ კვარაცხელიას როლზე ხმამაღლა ისაუბრა

პრესკონფერენცია არამხოლოდ ტაქტიკურ დეტალებს, არამედ საინტერესო პირად განწყობებსაც შეეხო – მათ შორის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც.
"ხვიჩა არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც შესანიშნავი ადამიანია. როცა გუნდს შემოუერთდა, მივეცი რამდენიმე რჩევა – ბუნებრივია, ადაპტაციის პროცესი ყველას სჭირდება. თუმცა ის მალე ჩაერთო კოლექტივში. მორცხვი? არა, პირიქით – კომუნიკაბელური და ხალისიანი ტიპია. რაც მთავარია, მისი ტექნიკა, გამბედაობა და გოლის გრძნობა ჩვენს შეტევებს ახალი განზომილება შესძინა"
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის გამარჯვებით დასრულდა – პარიზელებმა "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხეს, ხოლო ერთ-ერთი გოლი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რაც მისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალ გუნდში. განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში, "ვილა პარკზე" გაიმართება.
What's Your Reaction?






