მოსამართლე ამტკიცებს, რომ 13 ტომიანი საქმის გაცნობა ერთ დღეში მოასწრო

ირკვევა, რომ რეჟიმის 11 პატიმრის საქმე, რომლის განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, განმხილველ მოსამართლეს, ირაკლი შვანგირაძეს გუშინ, ელექტრონული წესით დაეწერა. ჯერ კიდე გუშინ, ამ საქმეზე მოსამართლე ნინო თარაშვილი იყო დანიშნული. ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ აიცილა ეს საქმე თარაშვილმა, რაზეც შვანგირაძემ უპასუხა, რომ არ იცის. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ერთ დღეში 13 ტომიანი […] The post მოსამართლე ამტკიცებს, რომ 13 ტომიანი საქმის გაცნობა ერთ დღეში მოასწრო appeared first on .

მარ. 5, 2025 - 19:27
 0
მოსამართლე ამტკიცებს, რომ 13 ტომიანი საქმის გაცნობა ერთ დღეში მოასწრო

ირკვევა, რომ რეჟიმის 11 პატიმრის საქმე, რომლის განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, განმხილველ მოსამართლეს, ირაკლი შვანგირაძეს გუშინ, ელექტრონული წესით დაეწერა. ჯერ კიდე გუშინ, ამ საქმეზე მოსამართლე ნინო თარაშვილი იყო დანიშნული.

ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ აიცილა ეს საქმე თარაშვილმა, რაზეც შვანგირაძემ უპასუხა, რომ არ იცის.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ერთ დღეში 13 ტომიანი საქმის განხილვა და შესწავლა ვერ მოხერხდებოდა, რის გამოც შვანგირაძეს აქვს თვითაცილების საფუძველი. კიდევ ერთმა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანაშვილმა კი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. საფუძვლად კი მოსამართლის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა დაასახელა. ადვოკატი ამბობს, რომ კანონის თანახმად არსებობს გონივრული ვადა, რაც სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესასწავლად.

ირაკლი შვანგირაძე ამტკიცებს, რომ საქმის გაცნობა ერთ დღეში მოასწრო. შვანგირაძე წელიწადნახევარია მოსამართლეა, იქამდე ის პროკურორი იყო.

პატიმრების ადვოკატები ორივე პროკურორის აცილების შუამდგომლობასაც აყენებენ, რადგან ისინი სანქცირებულები არიან ბალტიისპირეთის მიერ.

განახლება: მოსამართლემ არც მისი და არც პროკურორების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესს აშშ-ის  საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. (მთავარი არხი)

The post მოსამართლე ამტკიცებს, რომ 13 ტომიანი საქმის გაცნობა ერთ დღეში მოასწრო appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow