მოსამართლე შვანგირაძემ უარი თქვა მოწმის სტატუსით დაიკითხოს თეა წულუკიანი მისსავე კომისიაზე არმისვლის საქმეზე
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და წევრები მოწმის სტატუსით გამოიკითხონ სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილება ირაკლი შვანგირაძემ დღეს, 19 მაისს, გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც იმართებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ამავე კომისიის წევრების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე. თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების დაკითხვას მოწმის სტატუსით...

What's Your Reaction?






