მოსამართლე შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპულ აქციებზე "ჯგუფურ ძალადობაში" ბრალდებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ, თითქმის 10-საათიანი სხდომის შემდეგ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, გამოძიების დასრულებამ შეიძლება მტკიცებულებების განადგურების საფუძველი შეამცირა, მაგრამ, მისი აზრით, რჩება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფუძველი, რაც "აღკვეთილი იქნება პატიმრობით". ამით წინასასამართლო სხდომა არ დასრულებულა....

What's Your Reaction?






