მოსამართლემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან "ფორმულას" ჟურნალისტი და ოპერატორი გააძევა
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელების და ნეტგაზეთის დირექტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი გააძევა, რომლებიც პროცესს იღებდნენ და პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. მოსამართლის განცხადებით, მან ჟურნალისტს "3-ჯერ მისცა შენიშვნა", რომ სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაეცა. ჟურნალისტის თქმით, ის სხდომა წესების დაცვით, გვიან გადაიცემა და არა პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ამის მიუხედავად, ...

What's Your Reaction?






