მოსკოვზე დრონებით შეტევას აეროპორტების დროებითი დახურვა მოჰყვა
რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო დროებით დაიხურა მოსკოვის ორი მსხვილი აეროპორტი, ვნუკოვო და დომოდედოვო, შეფერხებით მუშაობდა კალუგის აეროპორტიც - ინფორმაცია 8 ივნისის ადრე დილას თავად რუსულმა მხარემ გაავრცელა. ღია წყაროებში გავრცელებული მონაცემებით, მოსკოვზე ამ დროს სამი მხრიდან მიმდინარეობდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა. აეროპორტების დახურვიდან რამდენიმე საათში რუსეთის ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და აეროპორტების გახსნის...

What's Your Reaction?






