მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი დაჭრა – 64 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ტვ პირველის ინფორმაციით, გელა გელაძის უწყების თანამშრომელმა, მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი დაჭრა, 64 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან – გოგი ბაზერაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციელია დაკავებული. რა მოხდა სოფელ რუისიპირის რესტორანში ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და უმისამართოდ დაიწყო სროლა. პოლიციელის […] The post მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი დაჭრა – 64 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა appeared first on .

ტვ პირველის ინფორმაციით, გელა გელაძის უწყების თანამშრომელმა, მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი დაჭრა, 64 წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან – გოგი ბაზერაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიციელია დაკავებული. რა მოხდა სოფელ რუისიპირის რესტორანში ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და უმისამართოდ დაიწყო სროლა.
პოლიციელის იარაღიდან გასროლილი ტყვია ბაზერაშვილს თავში მოხვდა. როგორც “პირველებს” რუსიპირში ეუბნებიან მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულმა მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მას ხელბორკილები სახლში დაადეს. დაჭრილს კი ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ.
The post მოქმედმა პოლიციელმა ადამიანი დაჭრა – 64 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა appeared first on .
What's Your Reaction?






