“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ამდენი დღეა ხალხი დახმარებას ამაოდ ითხოვს, დღეს გაავრცელა წერილი, რომ თურმე, შექმნილი შტაბი, და თურმე, ყველაფერი კეთდება და მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია. მოქალაქეები მას პასუხობენ და ასეთი გამოხმაურება ავთანდილ თალაკვაძის წერილს მაშინაც კი არ ჰქონია, როცა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა, ან როცა სკევრში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, […] The post “მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს appeared first on .

თებ. 26, 2025 - 05:57
 0
“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ამდენი დღეა ხალხი დახმარებას ამაოდ ითხოვს, დღეს გაავრცელა წერილი, რომ თურმე, შექმნილი შტაბი, და თურმე, ყველაფერი კეთდება და მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია.

მოქალაქეები მას პასუხობენ და ასეთი გამოხმაურება ავთანდილ თალაკვაძის წერილს მაშინაც კი არ ჰქონია, როცა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა, ან როცა სკევრში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, ან როცა, 64 წლის მამაკაცი ორსულობის მუხლით დაითხოვა. 

ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს:

2 დღის წინ ხალხი წერდა, 112-ში ვრეკავთ, შველას ვითხოვთ, მაგრამ, ერთადერთ სიტყვას გვეუბნებიან: ,,გადაცემულიაო”

ამას კიდევ ის ,,ლექსი ” ჯობია. ,,ამაღამ მოთოვს დიდს,” ასეთები წერე, ვინმე მაინც არ ზიანდება

უსინდისო მოღალატე მატყუარებო, მოკეტეთ,ხმას მაინც ნუ იღებთ

მოქალაქეები აზიარებენ ავთანდილ თალაკვაძის პოსტს და წერენ თავიანთ გვერდზე, სადაც, მათ ნაწერს ბატონი მერი ვერ წაშლის:
ანუ მოხალისეების დახმარება არის უშედეგო და მეოთხე დღეს ნაძალადევად დაჯღაბნილი ეს ტექსტია ნამუსიანიიი?
ზურგი შეაქციოს მამამისის მდგომარეობას კობახიძემ…და პაპუშვილმა უნამუსომ კიდე ნიჩაბი დაიჭიროს და იმ ოჯახამდე გათხაროს “პროსტა” დიდი თოვლი, მიცვალებულ შვილთან ერთად რო მარტოხელა დედაა გამოკეტილი.
ამათზე ფსკერი ხელისუფლება არ გვყოლია
ამან მთლად დაუბერა მგონია !!!
სირცხვილია ესეთი განცხადების გაკეთება !
უტიფრობის პიკი! გადავიკითხე რამდენიმეჯერ, ხომ არ მელანდება თქო.
იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის.
ამდენი უვიცი და უსისხლო სად შეიყარა ერთად
ჩვენ მოგვიწოდებდნენ, გამოდით, დაგვეხმარეთო…ახლა იძახიან, მოხალისეები ხელს გვიშლიანო…ჩვენი ეზოებისთვის არ გვითხოვია დახმარება, როგორმე ვუმკლავდებით…მართლა, რააა!
ხელს გვიშლითო,24 საათიან რეჟმში ვმუშაობთო, ყველას ვეხმარებითო, გაგიჟდება კაცი! ანუ ის ათობით ვიდეო რასაც ხალხი ავრცელებს, მეორე დღეა რომ შველას ითხოვენ და არავინ მოსულაო რომ ამბობენ ტყუილი და ნაცების დადგმულია?უტიფრობასაც აქვს სზღვარი! ესენი ამ ვიდეოს გამავრცელებელ ხალხს ჯარიმასაც გამოუწერენ რო რამე, არ შერჩებათ თუ რა?
გავრეკავ დედას გეფიცები! ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!
შოვშიც ასეთი ტუტუცობები წერა ბახილებიანმა ადგილობრივმა “შტაბმა”

The post “მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow