"მსგავსი რამ მესი-ნეიმარი-მბაპე ტრიოსგანაც არ მახსოვს" - რანგნიკი ხვიჩაზე

ავსტრიის ეროვნული გუნდის თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, ბოლო ინტერვიუში თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებსა და პარიზის...

ივნ. 24, 2025 - 14:27
 0
"მსგავსი რამ მესი-ნეიმარი-მბაპე ტრიოსგანაც არ მახსოვს" - რანგნიკი ხვიჩაზე
ავსტრიის ეროვნული გუნდის თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, ბოლო ინტერვიუში თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებსა და პარიზის „სენ-ჟერმენის“ წარმატებაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ყურადღება ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატება ფულის დახარჯვის შედეგი არ ყოფილა, არამედ გუნდის ახალი ფუნდამენტის დამსახურება.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პარიზული კლუბი უზარმაზარ ფინანსურ რესურსს ხარჯავდა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მბაპე, მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, სანუკვარი ტიტული ვერ მოიპოვეს. ახლა, როდესაც ეს ვარსკვლავები აღარ არიან გუნდში, უეცრად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგეს. ეს შემთხვევითობა ნამდვილად არ არის“, – თქვა რანგნიკმა.

მან კვარაცხელიას მაგალითი მოიყვანა, როგორც ბრძოლისუნარიანობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო: „როდესაც ანგარიში უკვე 4:0 იყო და მატჩის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა, მან მაინც 60 მეტრი გაირბინა ბურთის დასაბრუნებლად. ასეთი დამოკიდებულება იშვიათია. მსგავსი თავგანწირვა არც ნეიმარისგან მინახავს, არც მესისგან და არც მბაპესგან.

რანგნიკის შეფასებით, სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან იმ განსხვავებას, რაც გამარჯვებამდე მიჰყავს გუნდს. მისი თქმით, პსჟ დღეს აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალისტების გუნდი – ის იქცა კოლექტივად, რომლის ძალაც შრომაში, ერთგულებასა და მსხვერპლზე წასვლაშია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow