მსოფლიო გრანდი მიქაუტაძის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება
იტალიური გრანდი „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შემტევის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს...

გამოცემის ინფორმაციით, ტურინული კლუბი მიზნად ისახავს შეტევის ხაზის გაძლიერებას და მიქაუტაძე მათ სიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში წარმატებული სეზონი ჩაატარა – ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16-ჯერ შეძლო გოლის გატანა და თანაგუნდელებს 11 საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
What's Your Reaction?






