"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები ითამაშებენ" - ლიონელ მესი

ლეო მესი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს დიდი აღტაცებით ხვდება

ივნ. 14, 2025 - 18:27
 0
"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები ითამაშებენ" - ლიონელ მესი
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღეა დარჩენილი, იქამდე კი აღნიშნული ტურნირის შესახებ ლიონელ მესის კომენტარი ვრცელდება, რომლის ინტერ მაიამიც შეხვედრებს ალ აჰლისთან, პორტოსთან და პალმეირასთან გამართავს.

ეს ახალი ტურნირია და ძალიან საინტერესოა მასში მონაწილეობა. მოლოდინები სხვანაირია და ძალიან მოტივირებული ვარ. ველოდები, რომ აქ საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება გველის.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტოპ კლუბები ჩამოდიან. აქ პლანეტის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ, ხალხს კი მათი ხილვა უყვარს. აშშ-ში მსგავსი დონის შეჯიბრება აქამდე არ ჩატარებულა და ეს შესანიშნავი შანსია, ვიხილოთ ბევრი მაღალი დონის მატჩი. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისთვის.

- თქვა მესიმ.

ცნობისთვის, მესის ინტერ მაიამი ალ აჰლის ხვალ გამთენიისას, კერძოდ 04:00 საათზე შეხვდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow