მსოფლიო ჩემპიონატის გამო - მესი შესაძლოა 6 თვით ევროპაში დაბრუნდეს

ლიონელ მესის კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ წლის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას აშშ-ში...

ივლ. 1, 2025 - 18:27
 0
მსოფლიო ჩემპიონატის გამო - მესი შესაძლოა 6 თვით ევროპაში დაბრუნდეს
ლიონელ მესის კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ წლის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას აშშ-ში.

მსოფლიო ჩემპიონს 2026 წლის მუნდიალზე თამაში სურს და კარგ ფორმაში ყოფნისთვის შესაძლოა 6 თვით ევროპაში დაბრუნება განიხილოს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კლუბთან შეიძლება შეთანხმდეს მესი.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ინტერ მაიამიც“ და თავად მესიც თანამშრომლობის გაგრძელებით ინტერესდებიან, თუმცა ყველა ვარიანტი ღიად რჩება.

მესი ამერიკულ კლუბს 2023 წელს შეუერთდა და უკვე 50 გოლი აქვს გატანილი 63 მატჩში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow