მსოფლიოს რიგით მეშვიდე “დისნეილენდი” აბუ-დაბიში გაშენდება

ჯადოსნური სამყაროს კიდევ ერთი ახალი მისამართი – მსოფლიოს რიგით მეშვიდე “დისნეილენდი” აბუ-დაბიში გაშენდება. გასართობთან ერთად ის, საკურორტო ფუნქციას შეითავსებს. კუნძულ იასზე თემატური პარკი, თანამედროვე არქიტექტურისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზით შეიქმნება. ეს ახლო აღმოსავლეთში პირველი მსგავსი პროექტი იქნება, თუმცა როდის გაიხსნება ახალი პარკის კარი – ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ამერიკული კომპანია Disney არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, […]

მაი. 11, 2025 - 15:27
 0
მსოფლიოს რიგით მეშვიდე “დისნეილენდი” აბუ-დაბიში გაშენდება

ჯადოსნური სამყაროს კიდევ ერთი ახალი მისამართი – მსოფლიოს რიგით მეშვიდე “დისნეილენდი” აბუ-დაბიში გაშენდება. გასართობთან ერთად ის, საკურორტო ფუნქციას შეითავსებს. კუნძულ იასზე თემატური პარკი, თანამედროვე არქიტექტურისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზით შეიქმნება.
ეს ახლო აღმოსავლეთში პირველი მსგავსი პროექტი იქნება, თუმცა როდის გაიხსნება ახალი პარკის კარი – ეს, ჯერჯერობით, უცნობია.
ამერიკული კომპანია Disney არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ადგილობრივ კომპანია Miral-თან თანამშრომლობით, ახალ თემატურ პარკს ააშენებს. ეს მსოფლიოში Disney-ის მეშვიდე პარკი, ახლო აღმოსავლეთში კი პირველი მსგავსი პროექტი იქნება.
ახალი პარკი, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი „Disneyland Abu Dhabi“-ს უწოდებს, Disney-ისა და Imagineers-ის დიზაინით შეიქმნება, თუმცა მთლიანად Miral-ის მიერ დაფინანსდება და ამავე კომპანიის მმართველობის ქვეშ იქნება. Miral-ი აბუ-დაბიში სხვა გასართობ პარკებსაც მართავს, მათ შორის Ferrari World-ს, SeaWorld-სა და Warner Bros. World-ს, რომლებიც კუნძულ იასზეა განლაგებული. Disney-ის თემატური პარკიც სწორედ ამ ლოკაციაზე აშენდება, თუმცა მისი გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ბობ აიგერის განცხადებით, „Disneyland Abu Dhabi“ თანამედროვე არქიტექტურისა და უახლესი ტექნოლოგიების ნაზავით შეიქმნება, რათა, მისი თქმით, სტუმრებს უნიკალური, ღრმად იმერსიული გასართობი გამოცდილება შესთავაზოს.
აღნიშნული პროექტით Disney პირველად შედის ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, სადაც მანამდე თემატური პარკი არ ჰქონია. ცნობისთვის, კომპანიის პარკები ამჟამად ფლორიდაში, კალიფორნიაში, პარიზში, ჰონგ-კონგში, შანხაისა და ტოკიოშია განლაგებული.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Disney-მ 2025 წლის მეორე ფისკალური კვარტალის ფინანსური ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ადგილობრივ პარკებში სტუმართა რაოდენობა და მათი მხრიდან დანახარჯები გაიზარდა, ხოლო გლობალურად ობიექტებში ვიზიტორთა რაოდენობა. ოდნავ შემცირდა.
მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანიამ 2025 წლის მეორე კვარტალში 23.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში, Disney-ის გამოცდილების განყოფილების შემოსავალმა, რომელიც მის თემატურ პარკებსაც მოიცავს, 8.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow