“მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან – ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო, ეს ჩემი ცხოვრება არ არის” – გივი თარგამაძე

“მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან, არ მქონ­და აკ­რძა­ლუ­ლი სა­ზღვრის კვე­თა, ჩემს სტა­ტუს­ში მყოფ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა მო­ა­ხე­რა და­უბ­რკო­ლებ­ლად ქვეყ­ნი­დან გას­ვლა – მსგავ­სი ნა­ბი­ჯი – სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა, ბრძო­ლი­დან გას­ვლა ფუნ­და­მენ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩემს პრინ­ცი­პებს”, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს გივი თარ­გა­მა­ძის ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის ოფი­ცი­ა­ლურ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. გივი თარ­გა­მა­ძის თქმით, არა­სო­დეს არა­ვის­გან გაქ­ცე­უ­ლა და […] The post “მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან – ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო, ეს ჩემი ცხოვრება არ არის” – გივი თარგამაძე appeared first on .

ივლ. 4, 2025 - 12:57
 0
“მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან – ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო, ეს ჩემი ცხოვრება არ არის” – გივი თარგამაძე

“მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან, არ მქონ­და აკ­რძა­ლუ­ლი სა­ზღვრის კვე­თა, ჩემს სტა­ტუს­ში მყოფ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა მო­ა­ხე­რა და­უბ­რკო­ლებ­ლად ქვეყ­ნი­დან გას­ვლა – მსგავ­სი ნა­ბი­ჯი – სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა, ბრძო­ლი­დან გას­ვლა ფუნ­და­მენ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩემს პრინ­ცი­პებს”, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს გივი თარ­გა­მა­ძის ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის ოფი­ცი­ა­ლურ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გივი თარ­გა­მა­ძის თქმით, არა­სო­დეს არა­ვის­გან გაქ­ცე­უ­ლა და ასე იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე.

“მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, გავმხდა­რი­ყა­ვი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მოწ­მე­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ფი­გუ­რან­ტი. ამის და­სად­გე­ნად თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი ორი მი­სია – ჯერ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის, შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით. ჩა­წე­რი­ლი იქნა ორი დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვიუ. თი­თო­ე­უ­ლი გრძელ­დე­ბო­და ორი სრუ­ლი დღე, და­ზუს­ტე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ფე­რენ­ცია. ბო­ლოს ქე­ი­სი გა­და­ე­ცა შემ­ფა­სე­ბელ ჯგუფს.

სა­ბო­ლო­ოდ პა­სუ­ხი იყო ასე­თი – ჩვენ ვერ შევ­ძლებთ თქვენს დაც­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ ქვე­ყა­ნას­თან ჩვე­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ, თუ და­ტო­ვებთ ქვე­ყა­ნას, თქვენ გახ­დე­ბით ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მოწ­მე­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ფი­გუ­რან­ტი – მი­ი­ღებთ სა­ცხოვ­რე­ბელს, კო­მუ­ნა­ლურ გა­დახ­დებს, ზო­გად ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, სრულ­ფა­სო­ვან სა­მე­დი­ცი­ნო უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას, დახ­მა­რე­ბას შვი­ლე­ბის სწავ­ლა­ში და მის­ნა­ი­რე­ბი. აღარ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო მუდ­მი­ვად თან­ხის გრო­ვე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებ­ში ჯერ გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად, ახლა ჩემს აქ შე­სა­ნა­ხად, ოჯა­ხის იქ და პა­რა­ლე­ლუ­რად შვი­ლე­ბის სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად – რაც ჩემი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია – სახ­სრე­ბის ძი­ე­ბა.

ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე ოჯა­ხის წევ­რებს და ავუხ­სე­ნი, რომ მსგავ­სი ნა­ბი­ჯი – სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა, ბრძო­ლი­დან გას­ვლა (რაც ამ­გვარ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას თა­ვის-თა­ვად იგუ­ლის­ხმე­ბა) ფუნ­და­მენ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩემს პრინ­ცი­პებს და მე მას ვერ და არ გა­დავ­დგამ. ამ ბრძო­ლა­ში ჩემი ბო­ლომ­დე ყოფ­ნა შეგ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და ასე­თი ქმე­დე­ბა უაზ­როს გახ­დის მთელს ჩემს ცხოვ­რე­ბას, წარ­სულს და მო­მა­ვალს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­უბ­რკო­ლებ­ლად გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან, არ მქონ­და აკ­რძა­ლუ­ლი სა­ზღვრის კვე­თა, ჩემს სტა­ტუს­ში მყოფ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­მა მო­ა­ხე­რა და­უბ­რკო­ლებ­ლად ქვეყ­ნი­დან გას­ვლა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რაც მოწ­მობ­და, რომ არც მე მექ­ნე­ბო­და გას­ვლის პრობ­ლე­მა, მე ეს არ გა­ვა­კე­თე. სწო­რად გა­მი­გეთ, ამით არა­ვის სხვის ქმე­დე­ბას არ ვა­ფა­სებ, არც ადრე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულს, არც აწი გა­კე­თე­ბულს. ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და აუ­ცი­ლებ­ლო­ბე­ბით. ეს მხო­ლოდ ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

ოჯა­ხის წევრთა პა­სუხ­მა არა მხო­ლოდ გა­მა­ხა­რა და შვე­ბა მომ­გვა­რა, მი­სით ვა­მა­ყობ. ცოლ­მაც და ორი­ვე შვილ­მაც მი­თხრეს, რომ ძალ­ზედ ში­შობ­დნენ, მათი დაც­ვი­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წნე­ხის ქვეშ არ გა­და­მედ­გა ასე­თი ნა­ბი­ჯი, რაც მათ­თვის იქ­ნე­ბო­და, რბი­ლად, რომ ვთქვათ გულ­და­სა­წყვე­ტი. ისი­ნი მთლი­ა­ნად იზი­ა­რე­ბენ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ბო­ლომ­დე ჩემს გვერ­დით იდ­გე­ბი­ან ბრძო­ლა­ში. მთხო­ვეს, ნაკ­ლე­ბად ვი­დარ­დო მათ­ზე და მე­ტად ვკონ­ცენ­ტრირ­დე ბრძო­ლა­ზე. ვა­მა­ყობ, რომ ოჯახ­ში სრუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა მაქვს ასეთ ფუნ­და­მენ­ტა­ლურ სა­კი­თხზე.

მე ვთვლი, ერთხელ თუ გა­ი­ქე­ცი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა ირ­ბი­ნო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბა არ არის. ჩემ­გან ბევ­რი გაქ­ცე­უ­ლა, მე – არა­ვის­გან, არა­სო­დეს. ასე იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე!”, – წერს გივი თარ­გა­მა­ძე.

The post “მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან – ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო, ეს ჩემი ცხოვრება არ არის” – გივი თარგამაძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow