მშენებლობის და უძრავი ქონების TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო
2025 წლის I კვარტალში უძრავი ქონების სექტორში 5.9 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 3-ჯერ ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა დარგში 19.3 მილიონის FDI შემოვიდა. BMG-მ საქსტატიდან გაამოითხოვა იმ TOP-10 უძრავი ქონების კომპანიის შესახებ ინფორმაცია, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში, უძრავი ქონები სექტორში ყველაზე მეტი […]


2025 წლის I კვარტალში უძრავი ქონების სექტორში 5.9 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 3-ჯერ ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა დარგში 19.3 მილიონის FDI შემოვიდა.
BMG-მ საქსტატიდან გაამოითხოვა იმ TOP-10 უძრავი ქონების კომპანიის შესახებ ინფორმაცია, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
TOP-10 კომპანია, სადაც I კვარტალში, უძრავი ქონები სექტორში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:
შპს მაუდი;
შპს პიქსელ ინვესტ გრუპ;
შპს პრინცი;
შპს მთაწმინდა 25;
შპს სიბიდი დეველოპმენტი;
შპს ლისი ჰილლს რეზიდენსი;
შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
შპს მპ დეველოპმენტი;
შპს რივერსაიდ ინვესტი;
შპს თბილისი მოლ ჰოლდინგ;
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
რაც შეეხება მშენებლობის დარგს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანია, საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში 20.5 მილიონი დოლარის FDI განხორციელდა. თუ გავითვალისწინებთ იმათ, შარშან იანვარ-მარტში 4 მლნ დოლარის FDI-ს გადინებას ჰქონდა ადგილი, წელს ზრდაა, მაგრამ 2023 წელთან შედარებით კლებაა (2023 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის დარგში 35.9 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა).
What's Your Reaction?






