მცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა. „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აპრ. 14, 2025 - 20:27
 0
მცენარეებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოტანილი სხვადასხვა სახეობის 41 126 ცალი მცენარე (მოჭრილი ყვავილები და ტოტები) იქნა შეჩერებული - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ყვავილის ერთ-ერთი სახეობა კერძოდ, 19 900 ცალი ქრიზანთემა საკარანტინო მავნე მწერით (Liriomeza sp) დაავადებული აღმოჩნდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow