მცირდება წვდომა სანდო ინფორმაციაზე, დეზინფორმაცია იკავებს საჯარო სივრცეს – Amnesty International

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International აფასებს საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას. ორგანიზაცია წერს, რომ ქართველი ჟურნალისტები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლები. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზე. “ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლიცია მიზანმიმართულად უტევს ჟურნალისტებს, რათა ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებაში, მათ შორის, […]

მაი. 4, 2025 - 01:57
 0
მცირდება წვდომა სანდო ინფორმაციაზე, დეზინფორმაცია იკავებს საჯარო სივრცეს – Amnesty International

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International აფასებს საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას. ორგანიზაცია წერს, რომ ქართველი ჟურნალისტები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლები. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზე.
“ქართული მედია მთავრობის მიერ მშვიდობიან პროტესტზე თავდასხმის წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლიცია მიზანმიმართულად უტევს ჟურნალისტებს, რათა ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებაში, მათ შორის, ძალის უკანონოდ გამოყენებითაც. გამორჩეული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომელიც შეუერთდა პროტესტს, მათ შორისაა, ვინც სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მთელი რეგიონის მასშტაბით, მცირდება წვდომა სანდო ინფორმაციაზე, მაშინ, როცა დეზინფორმაცია უფრო და უფრო იკავებს საჯარო სივრცეს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ეს დღეა ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა ერთობლივი პირდაპირი ეთერით აღნიშნეს.
საერთო ეთერი დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა.
“აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.
ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქიის სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი, ევროპული მომავლისთვის მუშაობა”, – ასე მიმართა მან კოლეგებს.
მზია ამაღლობელის სიტყვა სრულად, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow