მხარს ვუჭერთ სომხეთ - აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს - ევროკავშირი

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ – აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ორივე მხარესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ არის მზად, ითანამშრომლოს პარტნიორებთან, უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა, მათ შორის შემდეგი ნაბიჯების პრაქტიკული განხორციელებისთვის. „ახლა მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმებული ნაბიჯების დროული განხორციელების უზრუნველყოფა, კერძოდ, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია. დღეს შეთანხმებული ნაბიჯები, სავარაუდოდ, დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის საერთო მშვიდობიან განვითარებაზე და ხელს შეუწყობს კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების მდგრად მშვიდობასა და საერთო კეთილდღეობასთან დაახლოებას. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ – აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესს, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ორივე მხარესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. კვლავ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა, მათ შორის შემდეგი ნაბიჯების პრაქტიკული განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აგვ. 9, 2025 - 15:57
 0
მხარს ვუჭერთ სომხეთ - აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს - ევროკავშირი

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ – აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესს, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ორივე მხარესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ არის მზად, ითანამშრომლოს პარტნიორებთან, უზრუნველყოს დამატებითი მხარდაჭერა, მათ შორის შემდეგი ნაბიჯების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

„ახლა მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმებული ნაბიჯების დროული განხორციელების უზრუნველყოფა, კერძოდ, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიკაცია. დღეს შეთანხმებული ნაბიჯები, სავარაუდოდ, დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის საერთო მშვიდობიან განვითარებაზე და ხელს შეუწყობს კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების მდგრად მშვიდობასა და საერთო კეთილდღეობასთან დაახლოებას. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ – აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესს, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ორივე მხარესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. კვლავ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, უზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა, მათ შორის შემდეგი ნაბიჯების პრაქტიკული განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow