"მხოლოდ ამას გეტყვით.." - მამარდაშვილა მთავარ კონკურენტზე ისაუბრა
გიორგი მამარდაშვილმა ინგლისურ გრანდ ლივერპულში ტრანსფერის შემდეგ პირველი ინტერვიუც ჩაწერა, სადაც იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა...

„ვიცი, რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. ეს გერბი მილიონობით ადამიანისთვის სიმბოლურია და მზად ვარ, ჩემი მაქსიმუმი დავდო როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე, რათა კლუბის ნდობა და გულშემატკივრების სიყვარული დავიმსახურო,“ – აღნიშნა ქართველმა მეკარემ.
მამარდაშვილმა ქართული საზოგადოებაც არ დაივიწყა და მშობლიურ ენაზე მადლობა გადაუხადა თანამემამულეებს: „მინდა, გულწრფელად გადავუხადო მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს. ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი ისტორიის მქონე კლუბში საქართველოს სახელით თამაში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ქვეყანა კიდევ უფრო ამაყი იყოს.“
ინტერვიუში მამარდაშვილმა ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერიც ახსენა: „ალისონი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ფეხბურთში და ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მექნება მასთან ერთად ვიმუშაო და მისგან ვისწავლო. მოუთმენლად ველოდები ამ პროცესს.“
What's Your Reaction?






