„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონი გაირკვა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს. „ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით უსწრებდა „ინტერს“ და მოგებით ინაღდებდა ტიტულს. სხვათა შორის, ბოლო 15 სეზონში ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში წყდებოდა. კონკურენტების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ იღებდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“. პირველმა გოლი „ინტერმა“ გაიტანა […] The post „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა appeared first on .

მაი. 24, 2025 - 12:57
 0
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონი გაირკვა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს.

„ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით უსწრებდა „ინტერს“ და მოგებით ინაღდებდა ტიტულს. სხვათა შორის, ბოლო 15 სეზონში ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში წყდებოდა.

კონკურენტების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ იღებდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“.

პირველმა გოლი „ინტერმა“ გაიტანა და გახდა „ცოცხალი“ ცხრილის ლიდერი, თუმცა ცოტა ხნით – შესვენებამდე „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის „მაკრატელათი“ გახსნა ანგარიში. ეს შოტლანდიელის მე-12 გოლი იყო სერია A-ში.

51-ე წუთზე „ნაპოლი“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ტიტულს, რომელუ ლუკაკუს გოლის შემდეგ. ბელგიელმა ჩემპიონატში 14 გოლი დააგროვა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ძალაში დარჩა „ნაპოლის“ ერთქულიანი უპირატესობა.

„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

1tvsport

The post „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow