"ნაპოლიში კვარას გაშვებით ინტერს საჩუქარი გაუკეთეს" - ანტონიო კასანო

რას ამბობს ანტონიო კასანო კვარას ნაპოლიდან გაშვებაზე

აპრ. 9, 2025 - 17:27
 0
"ნაპოლიში კვარას გაშვებით ინტერს საჩუქარი გაუკეთეს" - ანტონიო კასანო
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ პირდაპირ თქვა, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებით სკუდეტოსთვის მებრძოლ ინტერს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა.

ნახეთ ნაპოლის ბოლო თამაში? ბოლონიასთან მარტო ლუკაკუ იბრძოდა. ნაპოლი ეცემა და ეს დე ლაურენტისის ბრალია, რომელმაც ინტერს საჩუქარი მიართვა ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით.

კონტე? ის მაინც ცდილობს საქმე გააკეთოს, თუმცა ის შხამი აღარ აქვს, რაც აქამდე ჰქონდა.

- თქვა კასანომ.

ინტერი ნაპოლის სერია A-ში 3 ქულით უსწრებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow