ნასერ-ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კლუბის 600 წევრი დაპატიჟა
ნასერ-ალ ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კლუბის 600 წევრი დაპატიჟა

როგორც გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ სტრუქტურაში დასაქმებულებმა მიიღეს, პრეზიდენტი სრულად დაფარავს როგორც მატჩის ბილეთების, ასევე ფრენის ხარჯებს.
გარდა ამისა, ალ-ხელაიფის გადაწყვეტილებით, კლუბის თანამშრომლები პრემიასაც მიიღებენ იმ ბონუსიდან, რომელიც მანამდე მხოლოდ ფეხბურთელებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ნაბიჯი გუნდის მიღწევებისა და ერთობლივი შრომის აღიარებად აღიქმება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






