ნატო-ს 2024 წლის ანგარიში - შეფასებები
ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი, - ამ სათაურით "რადიო თავისუფლება" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას აქვეყნებს. ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ნატოს 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხება. რიკარდ იოზვიაკი აქცენტს აკეთებს უკრაინა-საქართველოს კონტექსტზე და განსხვავებებზე. 2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ კი ეწერა, რომ მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას. 2024 წლის ანგარიშში ისევ არის საუბარი უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა არა აღნიშნული ფორმულირებებით. საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში.

ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი, - ამ სათაურით "რადიო თავისუფლება" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის სტატიას აქვეყნებს.
ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ნატოს 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ეხება. რიკარდ იოზვიაკი აქცენტს აკეთებს უკრაინა-საქართველოს კონტექსტზე და განსხვავებებზე.
2023 წლის ანგარიშში ეწერა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ კი ეწერა, რომ მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას.
2024 წლის ანგარიშში ისევ არის საუბარი უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა არა აღნიშნული ფორმულირებებით. საკითხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში.
What's Your Reaction?






