ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა. წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების […]


ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა.
წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
What's Your Reaction?






