ნიკა გვარამია: კალანდარიშვილს ივანიშვილი თავზე აზის, ფულს უხდის და ნამუსს ხდის
კალანდარიშვილს ივანიშვილი თავზე აზის, ფულს უხდის და ნამუსს ხდის, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას არ დაკარგავს, სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება და ცესკოს ადმინისტრაცია არ შეიცვლება, მაშინ არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგება. მე წავიკითხე, გზამკვლევად არ აღმიქვია, […]


კალანდარიშვილს ივანიშვილი თავზე აზის, ფულს უხდის და ნამუსს ხდის, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას არ დაკარგავს, სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან, საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდება და ცესკოს ადმინისტრაცია არ შეიცვლება, მაშინ არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგება.
მე წავიკითხე, გზამკვლევად არ აღმიქვია, საკმაოდ წარუმატებელ იდეად აღვიქვი. მე ვერ ვხვდები პლებისციტი რა შუაშია საერთოდ, რატომ უნდა შევაგდოთ სასწორზე ის, რისი გამოკვლევაც არ გვჭირდება. ქართველი ხალხი არ ეთანხმება ამ არჩევნების შედეგებს. ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ღირსებია, შესაბამისად რატომ უნდა გამოვიკითხოთ ის, რაც უკვე დადგენილია, მე ეს არ მესმის. ამ ნაწილში გიგის კატეგორიულად არ ვეთანხმები. მთავარი, თუ არ შეიცვალა ის, ვინც ითვლის და როგორც ითვლის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება, გინდა პლებისციტი დაარქვი, გინდა რეფერენდუმი. კალანდარიშვილს ივანიშვილი რომ არ ჰყავდეს, ჩაატარებს გადასარევ არჩევნებს, რადგან საარჩევნო სამართალი იცის. უბრალოდ ივანიშვილი აზის თავზე, რომელიც ფულს უხდის და ნამუსსაც ხდის”. – განაცხადა ნიკა გვარამია.
What's Your Reaction?






