ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს – მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ? – ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ მისი საქმის მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც გუშინ, აქციებზე დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მისივე თქმით, „რეჟიმი სიმართლეს ვერასდროს დააბნელებს“. „პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას, […]


მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ? – ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ მისი საქმის მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც გუშინ, აქციებზე დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მისივე თქმით, „რეჟიმი სიმართლეს ვერასდროს დააბნელებს“.
„პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას, ვერასდროს რეჟიმი ვერ დააბნელებს სიმართლეს… ასევე აუცილებლად მინდა, შევეხო იმ თემას, რომელიც ჩემთვის, როგორც კოლეგისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ 4 წელი გავიდა ჩემი კოლეგის, ჩემი მეგობრის, ჩემი კურსელის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა.
ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო, და გადაეცით აუცილებლად ყველანაირი ფორმით, ონისე ცხადაძის ოჯახს, რომლის მკვლელობამაც რეჟიმის მხრიდან ძალიან, ძალიან დამთრგუნა და ძალიან იმოქმედა.
მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ“, – განაცხადა კაციამ.
ამ წუთებში ჩვენებას სასამართლოში კაციას დედა, მარინა აფციაური აძლევს.
„დედა, მიყვარხარ. ასე გამოიყურება რუსული რეჟიმის სახე – ცამდე მართალი შვილის დედა სასამართლოში დგას”, – განაცხადა კაციამ დედის სხდომის დარბაზში შესვლისთანავე. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა.
„ნუ მიწევთ წარბებს, არ მეშინია თქვენი. დედაჩემს რომ ვეუბნები მიყვარხარ-მეთქი, ესაა წესრიგის დარღვევა? დედა არ გყავთ?“, – მიმართა კაციამ მჭედლიშვილს, რასთან დაკავშირებითაც მან ბრალდებულს დამშვიდებისკენ მოუწოდა.
„თქვენ თვითონ ხართ დასამშვიდებელი“, – მიმართა მოსამართლეს კაციამ, რის შემდეგაც მჭედლიშვილმა უთხრა, რომ „სასამართლო შენიშვნას აძლევდა“.
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
What's Your Reaction?






