ნიკო უილიამსმა ბაიერნს ასტრონომიული ხელფასი მოსთხოვა

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორები, მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინი, უკვე დაუკავშირდნენ ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელის...

ივნ. 12, 2025 - 16:27
 0
ნიკო უილიამსმა ბაიერნს ასტრონომიული ხელფასი მოსთხოვა
„ბაიერნის“ სპორტული დირექტორები, მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინი, უკვე დაუკავშირდნენ ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის წარმომადგენლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გადასვლაზე თანახმაა.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის ესპანელის მოთხოვნილი წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე დაახლოებით 20 მილიონ ევროა, ხოლო ტრანსფერის სავარაუდო ფასი 60-65 მილიონს შორის მერყეობს - სწორედ ესპანელის მაღალი ფინანსური მოთხოვნა აფერხებს მოლაპარაკებებს.

ნიკოს ბილბაოსთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კლუბში მისი ანგარიშზეა 167 მატჩი, 31 გოლი და 30 საგოლე გადაცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow