ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მოსკოვში პატრიარქ კირილის თანაშემწესთან ერთად წირა
ნიკორწმინდის ეპისკოპოსი, ვახტანგ ლიპარტელიანი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პატრიარქ კირილის თანაშემწესთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა - ინფორმაციას ქართველი მთვდელმთავარის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის ეპარქიის ვებ-გვერდი ავრცელებს. კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ. წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა. რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა...

What's Your Reaction?






