ნინო კალანდაძე საბა სხვიტარიძისთვის ბრალდების შემსუბუქებაზე – შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, იწყებდეს აშშ-სთან კონკრეტული პირების სავაჭროდ გამოყენებას

შანტაჟის ენაა, ივანიშვილი აშანტაჟებს დასავლეთს ამ ფორმით, როდესაც ეუბნება, რომ მე აქედან გაგაძევებ, შენ თუ ჩემს ძალაუფლებას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებ, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას: „მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია – ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, გავაძევებდი“. როგორც ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი […]

ივლ. 25, 2025 - 00:57
 0
ნინო კალანდაძე საბა სხვიტარიძისთვის ბრალდების შემსუბუქებაზე – შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, იწყებდეს აშშ-სთან კონკრეტული პირების სავაჭროდ გამოყენებას

შანტაჟის ენაა, ივანიშვილი აშანტაჟებს დასავლეთს ამ ფორმით, როდესაც ეუბნება, რომ მე აქედან გაგაძევებ, შენ თუ ჩემს ძალაუფლებას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებ, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას: „მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია – ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, გავაძევებდი“.
როგორც ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მსგავსი გზავნილებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ „დასავლეთის ადგილი საქართველოში არ არის, დასავლეთთან დავასრულეთ ურთიერთობები, ვიდე თქვენ არ დაექვემდებარებით ჩვენს პირობებს“.
„ეს არ არის კონფრონტაცია, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ეს არ არის ცალკეულ სახელმწიფო მოხელეებს შორის კინკლაობა და სუბიექტური გაბრაზება, ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლები პერიოდულად აჟღერებენ. ეს გზავნილები მიემართება არა კონკრეტული ელჩის მიმართ, რომელიც დამოუკიდებლად საქართველოში არაფერს არ წარმოადგენს, ის არ არის ინდივიდი, რომელიც აქ თავისი სუბიექტური მანდატით გადაადგილდება, მას აქვს კონკრეტული მანდატი. იგულისხმება რომ ეს გზავნილები მიემართება იმ ქვეყნების გაერთიანებისკენ, ვისაც ის საქართველოში წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკა დასავლეთის მისამართით, რომელთაც ისინი ძალიან ორკესტრირებულად ეუბნებიან ივანიშვილის გზავნილს, რომ დასავლეთის ადგილი საქართველოში არ არის, დასავლეთთან დავასრულეთ ურთიერთობები, ვიდე თქვენ არ დაექვემდებარებით ჩვენს პირობებს. ურთიერთობების გამწვავება ინიცირებულია „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მიერ. ის აყენებს პირობებს, რომ მე მომეცით ჩემი ფული, შემინარჩუნეთ ძალაუფლება იმ ფორმით, რა ფორმითაც მე მინდა საქართველოში და ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობები, მაგრამ მე ვიქნები გადამწყვეტი, საქართველოსი ბედი, როგორ წარიმართება. ცხადია, რომ ამაზე ამ ფორმით იქითა მხრიდან არავინ არ დათანხმდება“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
გარდა ამისა, ნინო კალანდაძემ ისაუბრა პროტესტის ფარგლებში დაკავებულების საქმეზე და შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძისთვის ბრალდების გადაკვალიფიცირებას.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლოს აქციებზე დაკავებული მოქალაქეები და სანაცვლოდ მოითხოვოს, რომ სენატში „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესი შეჩერდეს, ნინო კალანდაძე პასუხობს, რომ „ პოლიტიკური პატიმრები ივანიშვილს ჰყავს სავაჭროდ და შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა იწყებს კონკრეტული პირების სავაჭროდ გამოყენებას“.
„რასაკვირველია, არავის ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ივანიშვილს პოლიტპატიმრები იმიტომ ჰყავს, რომ ისინი ჰყავს მძევლად, ისინი ჰყავს ვაჭრობისთვის გადანახული. ბუნებრივია, რომ არცერთი პოლიტპატიმარი საპატიმროში არ იმყოფება იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. პოლიტიკური პატიმრები ივანიშვილს ჰყავს სავაჭროდ, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ის შესაძლოა იწყებს კონკრეტული პირების სავაჭროდ გამოყენებას“, – განაცხადა კალანდაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow