ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი – პილოტია. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ვინაობა მანამ არ გახმაურდება, სანამ ოჯახებს არ შეატყობინებენ. მისივე ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზის […]


ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი – პილოტია.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ვინაობა მანამ არ გახმაურდება, სანამ ოჯახებს არ შეატყობინებენ.
მისივე ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
What's Your Reaction?






