ნიქო გორგილაძე: მხოლოდ ჩვენშია DEDIS KULTI, აბა, სხვაგან სადაა, ლამის წელში მოკუნტულ დედებს საზღვარგარეთ რომ უშვებენ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოსავლელად, რათა 40 წლის BAVSHVEBS სიგარეტის ფული გამოუგზავნონ

“მართლაც მხოლოდ ჩვენშია DEDIS KULTI, აბა, სხვაგან სადაა, ლამის წელში მოკუნტულ დედებს საზღვარგარეთ რომ უშვებენ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოსავლელად, რათა 40 წლის BAVSHVEBS სიგარეტის ფული გამოუგზავნონ, რომ ბირჟაზე გააბოლონ და თქვან: “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძმაო, ჩემი დედა …..” – წერს სოციალურ ქსელში ვლოგერი, ხელოვანი ნიქო გორგილაძე. ცნობისათვის – “ერთი ადამიანი მეორეს დედას რომ […]

ივნ. 6, 2025 - 22:27
 0
ნიქო გორგილაძე: მხოლოდ ჩვენშია DEDIS KULTI, აბა, სხვაგან სადაა, ლამის წელში მოკუნტულ დედებს საზღვარგარეთ რომ უშვებენ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოსავლელად, რათა 40 წლის BAVSHVEBS სიგარეტის ფული გამოუგზავნონ
“მართლაც მხოლოდ ჩვენშია DEDIS KULTI, აბა, სხვაგან სადაა, ლამის წელში მოკუნტულ დედებს საზღვარგარეთ რომ უშვებენ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოსავლელად, რათა 40 წლის BAVSHVEBS სიგარეტის ფული გამოუგზავნონ, რომ ბირჟაზე გააბოლონ და თქვან: “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძმაო, ჩემი დედა …..” – წერს სოციალურ ქსელში ვლოგერი, ხელოვანი ნიქო გორგილაძე.
ცნობისათვის – “ერთი ადამიანი მეორეს დედას რომ აგინებს, არის თუ არა ეს შეურაცხყოფა? საქართველოში, სადაც დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა? და აქვს ამას მნიშვნელობა, თვალებში ჩახედავს და ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ, მაგალითად, ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს, […] ან ადგება და პოსტს დაწერს თუნდაც და საჯაროდ, ყველას დასანახად, ყველას გასაგონად, ისე, რომ ამ ადამიანთან მისვლის შესაძლებლობა და მისვლის სურვილი არ აქვს, ასე აგინებს.

რა თქმა უნდა, დედის გინება ნებისმიერი ფორმით ყველასთვის არის შეურაცხმყოფელი და ადამიანმა უნდა იგრძნობს პასუხისმგებლობა — როდესაც სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ზომები,” — თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow