“ობლად გაზარდა დედამ... გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა" - ცნობილია სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა
თბილისში, გუშინ მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრეს, სამწუხაროდ ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული 42 წლის რამაზ როგავაა.ის ზუგდიდელია, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს და აქ მუშაობდა. შემთხვევა მეტროსადგურ “ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს."რამაზი ერქვა, მაგრამ ყველა ალიკას ვეძახდით. 42 წლის იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ინფორმაცია არ მაქვს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა. ობლად გაზრდილები არიან ის და მისი დედმამიშვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბედმა იგივე წრეზე იარა, მასაც დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ვერ ეუბნებიან საყვარელი მამის მკვლელობის ამბავს.გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა. 4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა. რატომ მოკლეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცით ალიკა ძალიან პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო და ძალიან მტკივა გული. ამ მოგონებად დარჩება ის ჩვენს გულში. დარწმუნებული ვარ ყველა კარგს გეტყვით მასზე. დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი",- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში მისი ახლობელი.წყარო: kvirispalitra.ge

ის ზუგდიდელია, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს და აქ მუშაობდა. შემთხვევა მეტროსადგურ “ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.
"რამაზი ერქვა, მაგრამ ყველა ალიკას ვეძახდით. 42 წლის იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ინფორმაცია არ მაქვს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა. ობლად გაზრდილები არიან ის და მისი დედმამიშვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბედმა იგივე წრეზე იარა, მასაც დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ვერ ეუბნებიან საყვარელი მამის მკვლელობის ამბავს.
გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა.
4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა. რატომ მოკლეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცით ალიკა ძალიან პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო და ძალიან მტკივა გული.
ამ მოგონებად დარჩება ის ჩვენს გულში. დარწმუნებული ვარ ყველა კარგს გეტყვით მასზე. დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი",- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში მისი ახლობელი.
წყარო: kvirispalitra.ge
What's Your Reaction?






