ონისე ცხადაძის მიმართვა კობახიძეს და მოსამართლეს
სინდისის პატიმრის. ონისე ცხადაძის მიმართვა მოსამართლეს და ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს: “პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ ხალხი გავამხიარულო, ჩემი ინსტიქტია მაგრამ ეს ყველაფერი უკვე თავის მოტყუებაში გადაიზრდება – სასაცილო არ არის. ფიზიკურად ვერ ვხვდები აქ რა ხდება. მოწმისთვის მინდოდა მეკითხა ახალს თუ გვეტყვით რამეს-თქო? რისთვის მოვდივართ აქ. შესაძლოა, მე შემდგომი სხდომიდან აღარ მოვიდე. გამოდის რომ ამითაც თავს ვიტყუებ […] The post ონისე ცხადაძის მიმართვა კობახიძეს და მოსამართლეს appeared first on .

სინდისის პატიმრის. ონისე ცხადაძის მიმართვა მოსამართლეს და ივანიშვილის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს:
“პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ ხალხი გავამხიარულო, ჩემი ინსტიქტია მაგრამ ეს ყველაფერი უკვე თავის მოტყუებაში გადაიზრდება – სასაცილო არ არის. ფიზიკურად ვერ ვხვდები აქ რა ხდება. მოწმისთვის მინდოდა მეკითხა ახალს თუ გვეტყვით რამეს-თქო? რისთვის მოვდივართ აქ. შესაძლოა, მე შემდგომი სხდომიდან აღარ მოვიდე. გამოდის რომ ამითაც თავს ვიტყუებ რომ აქ ჩემს ძმას ან ვიღაც ადამიანს შევხედო და ამით ვიყო ბედნიერი.
ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ადამიანებზე, ვისაც არ იცნობს და ამბობს რომ უნდა მოვინანიოთ. მაგან მაკო გომურის თვალი, პოზნერი, გავრილოვი და აქ მოსული მოწმეების ჩვენებები მოინანიოს. გაიხსენოს რამდენი ტროლების და ბოტების ქარხანა აქვს.
უბრალოდ აზრი არ აქვს რასაც აქ ვაკეთებთ, ახლავე რომ გინდოდეთ ჩვენი გაშვება მოსამართლევ, თუ გეტყვიან მაინც მოგიწევთ ციხეში გაშვება”.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The post ონისე ცხადაძის მიმართვა კობახიძეს და მოსამართლეს appeared first on .
What's Your Reaction?






