ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე. „არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, ერთი რამე მინდა, ვთქვა, თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია. „ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც ცდილობენ,  ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნან ლეგიტიმაცია. პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებში, რამდენადაც მათ დონორებშია. კითხვა არის მარტივი და უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ: აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება? ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება, დეზინფორმაციასთან ერთად, ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ევროპაში, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები. ამის ფონზე როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად, ახალისებენ ექსტრემიზმს, ისმის კითხვა: ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდან თუ ეს არის განზრახვა, რომ საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება? მე ველოდები პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული რომ შეაფასოს. და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა, არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, ვიცით მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. „ასე რომ, ორი განზომილებაა. არის საგნობრივი განზომილება, სადაც ვერავინ გაუ

მაი. 23, 2025 - 19:27
 0
ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე.

„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, ერთი რამე მინდა, ვთქვა, თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია.

„ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც ცდილობენ,  ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნან ლეგიტიმაცია. პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებში, რამდენადაც მათ დონორებშია. კითხვა არის მარტივი და უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ: აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება? ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება, დეზინფორმაციასთან ერთად, ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო, ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ევროპაში, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები. ამის ფონზე როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად, ახალისებენ ექსტრემიზმს, ისმის კითხვა: ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდან თუ ეს არის განზრახვა, რომ საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება? მე ველოდები პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდედ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული რომ შეაფასოს. და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში ჰქონდათ მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა, არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი, ვიცით მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.

„ასე რომ, ორი განზომილებაა. არის საგნობრივი განზომილება, სადაც ვერავინ გაურბის ობიექტური შეფასებით, თავად ევროკომისიაც კი ვერ გაურბის თავის დოკუმენტებში, რომ საქართველო ამ მხრივ არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. და არის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც აქვს სუფთა პოლიტიკური ინტერესები. მათ შორის, პოლიტიკური დევნის ინტერესები, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში აქვს, რომ პოლიტიკურად დევნონ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow