“ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ცნობილია ხობში, ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ახალგაზრდას ვინაობა
ტრაგედია დატრიალდა სამეგრელოში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება […] The post “ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ცნობილია ხობში, ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ახალგაზრდას ვინაობა appeared first on .

ტრაგედია დატრიალდა სამეგრელოში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ჟორჟოლიანია. ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
The post “ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ცნობილია ხობში, ტრაგიკულად დაღუპული 22 წლის ახალგაზრდას ვინაობა appeared first on .
What's Your Reaction?






