,, ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები” – საბა სხვიტარიძის წერილი

სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყენბს: ,,სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვეხმიანები მიმდინარე მოვლენებს, რადგან ზარები და პაემნები შეზღუდული მაქვს. BBC-ის გამოძიების შესახებ მოგიყვებით ჩემს ამბავს, მეც ვიგრძენი ჭავლისგან საშინელი წვა. წყალი შემესხა სახეში, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი სათვალე,საწვიმარი მეცვა და აირწინაღი მეკეთა, საშინელი წვა ვიგრძენი. არც ფიზიოლოგიური ხსნარი და არც წყლით ჩამობანვა არ აცხრობდა […] The post ,, ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები” – საბა სხვიტარიძის წერილი appeared first on .

დეკ. 7, 2025 - 23:57
 0
,, ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები” – საბა სხვიტარიძის წერილი

სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყენბს:

,,სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვეხმიანები მიმდინარე მოვლენებს, რადგან ზარები და პაემნები შეზღუდული მაქვს.

BBC-ის გამოძიების შესახებ მოგიყვებით ჩემს ამბავს, მეც ვიგრძენი ჭავლისგან საშინელი წვა. წყალი შემესხა სახეში, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი სათვალე,საწვიმარი მეცვა და აირწინაღი მეკეთა, საშინელი წვა ვიგრძენი. არც ფიზიოლოგიური ხსნარი და არც წყლით ჩამობანვა არ აცხრობდა წვას , წვა გაგრძელდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. პერიოდულად იმატებდა სიმპტომები და ჰაერის უკმარისობა დამეწყო, ვეღარ ვძლებდი დახურულ სივრცეში, ამის შემდეგ სამი-ოთხი თვის განმავლობაში მქონდა ძლიერი ხველა და უჰაერობა, რადგან ეს პერიოდი ციხეში ვიყავი ვერც ექიმთან მივედი. სამი-ოთხი თვის შემდეგ ხველამ გამიარა,მაგრამ შევატყვე რომ თვალს დამაკლდა საგრძნობლად, ციხეში ექიმმა მითხრა რომ 30%-ით მხედველობა გაქვს და ამის შემდეგ სათვალეს ვატარებ.

ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები, სამი კვირაა ველოდები დერმატოლოგს მაგრამ არ ვიცი კანის პრობლემები რამდენადაა მწველი წყლია ბრალი, რადგან ეს მოგვიანებით დამეწყო, თუმცა დანამდვილებით ვიცი ხველა და თვალის პრობლემები შესხმის თანავე დამეწყო, მე არ ვიცი ციანიდი იყო თუ შამპუნი, მაგრამ ფაქტია ქიმიური იარაღით დაუპირისპირდა ხალხს რუსული ოცნება, მე არ ვენდობი სუსის გამოძიებას და ვითხოვ საერთაშორისო გამოძიებას“

The post ,, ორი-სამი თვეა კანზე პრობლემები დამეწყო, ხელზე და მკერდზე გამიჩნდა უცნაური ლაქები” – საბა სხვიტარიძის წერილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow