ორი ქართველი რაგბი ევროპის კომიტეტებში

რაგბი ევროპამ მომავალი 4-წლიანი ციკლისთვის კომიტეტები და ქვე-კომიტეტები დააკომპლექტა. ჯამში 5 კომიტეტი და 4 ქვე-კომიტეტი 24 ქვეყნის 40 წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა.

აპრ. 30, 2025 - 03:57
 0
ორი ქართველი რაგბი ევროპის კომიტეტებში

რაგბი ევროპამ მომავალი 4-წლიანი ციკლისთვის კომიტეტები და ქვე-კომიტეტები დააკომპლექტა. ჯამში 5 კომიტეტი და 4 ქვე-კომიტეტი 24 ქვეყნის 40 წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა.

სასიხარულოა, რომ მათგან ორი საქართველოს წარმოადგენს - საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ტყეშელიაძე რაგბი ევროპის რაგბის განვითარების ქვე-კომიტეტში იმუშავებს, რაგბის კავშირის ფინანსური სამსახურის უფროსი ასმათ (ათა) ჯანგულაშვილი კი რაგბი ევროპის აუდიტისა და რისკების კომიტეტში იმუშავებს.

გიორგი ტყეშელიაძე:„ვფიქრობ, ამ პოზიციიდან რაგბის განვითარებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. გავეცნობი რაგბის განვითარების მიმართ სხვა ქვეყნების მიდგომას და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დავუახლოვდებით ევროპულ პრინციპებს. მეორეს მხრივ, სხვა ქვეყნებს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას“.

„ქვე-კომიტეტის ფარგლებში ვიმუშავებთ რაგბი ევროპის წევრ ქვეყნებში მოთამაშეთა განვითარებაზე; სარაგბო კუთხით ქვედა საფეხურებზე მყოფ სარაგბო ქვეყნებს დავეხმარებით სტრუქტურის აწყობაში, პროფესიონალურ რელსებზე გადასვლასა და მაღალ დონეზე ასვლაში; იქნება გაცვლითი პროგრამები და მათი ზედამხედველობა, ასევე ერთმანეთს გავუზიარებთ ხედვებს როგორც საწყის, ასევე შემდგომ პერიოდებში მოთამაშეთა წვრთნისა და განათლების პროგრამებზე. ვიმუშავებთ ასაკობრივ კატეგორიებზე, ქვიშის და თოვლის რაგბის მიმართულებებზე“.

ასმათ (ათა) ჯანგულაშვილი:„ჩემთვის დიდი პატივია რომ გავხდი რაგბი ევროპის რისკებისა და აუდიტის კომიტეტის წევრი. მადლობა რაგბის კავშირს ნდობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ მექნება საშუალება მივიღო რაგბი ევროპასა და მის წევრ ქვეყნების კავშირებთან მუშაობის ახალი გამოცდილება. ჩემის მხრივ კომიტეტს გავუზიარებ საქართველოს რაგბის კავშირში მიღებულ პროფესიულ გამოცდილებას“.

„ჩემი კომიტეტში მუშაობის მიზანი იქნება ფინანსური მდგრადობა, რისკების მართვა და ფინანსური მმართველობის გაუმჯობესება, რაც ვფიქრობ სასარგებლო იქნება როგორც რაგბი ევროპისთვის, ასევე ქართული რაგბისთვის, რადგან ვიქნები ერთგვარი შუამავალი რაგბი ევროპასა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის“.

„კომიტეტში ყოფნა ხელს შეუწყობს საქართველოს რაგბის კავშირის ფინანსური სისტემის გამჭვირვალობას. მე როგორც კომიტეტის წევრი ჩართული ვიქნები იმ რისკების ადრეულ გამოვლენასა და მართვაში, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ საქართველოს რაგბის კავშირზე. ეს ხელს შეუწყობს რისკების მინიმუმამდე დაყვანას და მეტი სტაბილურობის შექმნას. ჩემი მუშაობა დაეხმარება საქართველოს რაგბის კავშირს ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, რაც გააუმჯობესებს როგორც მმართველობას, ისე კონკრეტული პროექტების განხორციელებას. შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან პოზიტიური სიახლეა და ვეცდები ის მოლოდინები გავამართლო, რაც საქართველოს რაგბის კავშრს ჩემთან მიმართებაში აქვს დასახული“.

rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow