ოსიმენის ზღაპრული კონტრაქტის დეტალები ცნობილია
ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაციაც მალე შედგება. გუშინ მხარეებმა ყველა მნიშვნელოვანი...

თურქული მედიის ცნობით, ოსიმენი თურქეთში ხვალ ან ზეგ ჩაფრინდება, ხოლო მისი წარდგენა „ლაციოსთან“ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრამდე, 2 აგვისტოს გაიმართება.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კონტრაქტის ვადა იყო – „გალათასარაი“ თავდაპირველად 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, თუმცა ფეხბურთელმა დაიჯინა 4-წლიან შეთანხმებაზე ხელის მოწერა და საბოლოოდ თავისი პირობები გაიტანა.
სტამბოლური გრანდი „ნაპოლის“ 75 მილიონ ევროს გადაუხდის, იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით კი ოსიმენის ანაზღაურება წელიწადში 15 მილიონ ევროს მიაღწევს. ხელფასს დამატებით ბონუსებიც დაერთვება გოლებსა და შედეგიან გადაცემებზე. ფეხბურთელი საკუთარ იმიჯის მართვაზეც იზრუნებს და ამ მიმართულებას იტალიური სააგენტო ჩაიბარებს.
A Spor აღნიშნავს, რომ ნიგერიელს სტამბოლში კომფორტული ცხოვრება ექნება. „გალათასარაიმ“ მისთვის ქემერბურგაზის რაიონში დიდი ვილა უკვე შეიძინა, რომელიც კლუბის კიდევ ერთ ვარსკვლავთან, მაურო იკარდის სახლთან ახლოს მდებარეობს.
What's Your Reaction?






