ოფიციალურად: კატალონიის "ბარსელონამ" ქართველი მოთამაშე წარადგინა
ოფიციალურად: კატალონიის "ბარსელონამ" ქართველი მოთამაშე წარადგინა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და "ვირტუს ბოლონიას" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე თორნიკე შენგელია კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.
შენგელიამ ესპანურ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კიდევ ერთხელ გადადგა სერიოზული ნაბიჯი საკუთარ და ქართული კალათბურთის კარიერაში.
34 წლის ფორვარდისთვის ესპანეთი უცხო არ არის — 2014-2020 წლებში ის "ბასკონიას" ღირსებას იცავდა, სადაც ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ამის შემდეგ კარიერა გააგრძელა "ცსკა მოსკოვში" (2020-2022), რომლის დატოვებაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაწყვიტა, და უკანასკნელი სამი წარმატებული სეზონი იტალიურ "ვირტუს ბოლონიაში" გაატარა, სადაც იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
რაც შეეხება "ბარსელონას", გუნდი ბოლო წლებში ევროპის ტოპ-კლუბების დონეს ინარჩუნებს, თუმცა უკანასკნელ სეზონში — 2023/24 წლების ლა ლიგაში — მეხუთე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში "უნიკახასთან" მარცხით გამოეთიშა ბრძოლას. სწორედ ამიტომ გადაწყდა გუნდის გაძლიერება და შენგელიასნაირი გამოცდილი ლიდერის დამატება, რომელსაც როგორც ფიზიკური მახასიათებლები, ისე ინტელექტი და გამოცდილება ამ დონეზე გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს.
ეს ტრანსფერი არა მხოლოდ თორნიკე შენგელიას კარიერის, არამედ მთელი ქართული კალათბურთის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელია.
What's Your Reaction?






