ოფიციალურად - პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოჰამედ სალაჰი გახდა
პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის ეგვიპტელი შემტევი, მოჰამედ სალაჰი გახდა

32 წლის აფრიკელ ფეხბურთელს სეზონი მართლაც ფანტასტიკური გამოუვიდა. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ სალაჰი ერთბაშად გახდა როგორც საუკეთესო გოლეადორი, ისე საუკეთესო ასისტენტიც.
ლივერპულის ეგვიპტელმა ფარაონმა ჯამში 28 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მან 37 შეხვედრაში შეძლო.
What's Your Reaction?






