“ოცნებამ” მივლინებებზე 71 მილიონი ლარი დახარჯა – არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს
“ქართული ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე 71 მილიონი ლარი დახარჯა – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველაზე მხარჯველი უწყებების სამეული, კვლევის მიხედვით, ასეთია: · იუსტიციის სამინისტრო; · თავდაცვის სამინისტრო; · შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ ასეთი საკითხები ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოიძიოს. გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი პირდაპირ […]


“ქართული ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე 71 მილიონი ლარი დახარჯა – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე მხარჯველი უწყებების სამეული, კვლევის მიხედვით, ასეთია:
· იუსტიციის სამინისტრო;
· თავდაცვის სამინისტრო;
· შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ ასეთი საკითხები ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოიძიოს.
გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დღეს საქართველოს ბიუჯეტს ისე ეპყრობა, როგორც “საკუთარ პირად საფულეს”.
“ოცნება” დღეს საქართველოს ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ პირად საფულეს. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა, ფუფუნების საგნების შეძენა. ასევე ფულის ხარჯვა სარესტორნო მომსახურეებში. ეს თანხა არის ჩვენი მოქალაქეების გადასახადებს შეტანის შედეგად შემდგარი თანხა და “ოცნება” მას ეპყრობა როგორც საკუთარ საფულეს, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ აანაზღაურონ მოძალადე სანქცირებული პოლიციელების პირადი ხარჯები. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური კრიზისი “, – ამბობს ტატა ხვედელიანი.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთი ლიდერის ლანა გალდავას შეფასებით, შეუძლებელია საქართველოში განვითარდეს დემოკრატია, როცა ბიუჯეტის ფული ასე კორუფციულად იხარჯება.
“ქვეყანაში ყოველდღიურად ვხედავთ კორუფციულ აღვირახსნილობას და ამ ფონზე არცერთი კორუფციული დანაშაული ჩადენილი მაღალი თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების ან ძალოვანი უწყების მიერ არ არის გამოძიებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე არსებობს არაკორუფციული სააგენტო ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთ დასკვნაში, რომელი მაღალი თანამდებობის პირის დასჯა კორუფციული დანაშაულისთვის. იმ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტი ესე კორუფციულად იხარჯება, ვერ განვითარდება ვერც სახელმწიფო ინსტიტუციადა ვერც დემოკრატია”, – ამბობს ლანა გალდავა.
What's Your Reaction?






